იურიდიული მომსახურების მოთხოვნის განცხადება



თემა: «თავშესაფრის სამსახურის ადვოკატთა რეესტრში გაწევრიანებული ადვოკატების უფასო იურიდიული დახმარების-მინდობილობის მოთხოვნა»
სამინისტროს საერთო გადაწყვეტილებით ΦΕΚ Β’2864(მთავრობის გაზეთი, მე-2-ე გამოცემა, პროტ. N12205/9.9.2016) განსაზღვრული განსაკუთრებული წესების და პირობების(კანონი N.4636/2019 (Α’169) მუხლი71 .პარ.3) თანახმად, ვითხოვ უფასო იურიდიულ მომსახურეობას ადმინისტრაციული პროცედურების მეორე საფეხურზე(მუხლი 92-დან 97-მდე,კანონი N.4636/2019).
თავშესაფრის სამსახურის ადვოკატთა რეესტრის ადვოკატებისათვს უფლებამოსილების მინიჭება <საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მეორე საფეხურზე იურიდიული დახმარების და წარმომადგენლობის> პროგრამის განხორციელებისათვის.
უფლებამოსილებას ქვემოთანდართულ დანამატში მითითებულ თავშესაფრის სამსახურის ადვოკატთა რეესტრის ადვოკატს, რომელსაც დაეკისრება ჩემი საქმე, მთავრობის გადაწყვეტილების(B’1009) „საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა იურიდიული დახმარების“ შესახებ ბრძანებულების(პროტ. N 3686/19-2-2020) თანახმად, ვანიჭებ იმოქმედოს ჩემი სახელით და წარმოადგინოს ჩემი ინტერესები ყველა აუცილებელ შემთხვევაში, სათანადო რწმუნებულების წარდგენით/ასლის დართვით, საერთაშორისო დაცვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მეორე საფეხურზე. კონკრეტულად:
- შეადგინოს და შეიტანოს საჩივარი ჩემი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე შეტანილ განცხადებაზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ (საჩივარს თან უნდა ერთოდეს ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადება), წარმოადგინოს ჩემი ინტერესები შესაბამის სააპელაციო კომისიაში (კანონში Ν. 4636/2019, როგორც ეს შეიცვალა და ძალაშია) ჩემი საჩივრის განხილვის დროს, როცა ის შესაბამისად დაინიშნება.

- წარსდგეს კომისიის წინაშე, შეიტანოს საჩივრის შემავსებელი ან დამატებითი წერილობითი განცხადებები, ასევე ყველა სხვა დოკუმენტი ან მტკიცებულება. განაცხადოს, შესაბამისი დავალებით, ჩემი პოზიცია, საჩივრის დახურული განხილვის თაობაზე და უარყოს ყველა სხვა შესაძლო ამის საპირისპირო ჩემივე განცხადება. წარსდგეს და წარმოადგინოს ჩემი ინტერესები შესაბამისი კომისიის ყველა მოსმენის დროს. მოითხოვოს განხილვის გადადება და ზოგადად მიმართოს ყველა სათანადო ზომას, თავისი მეცნიერული და იურიდიული შეხედულებისამებრ, ჩემი სრულყოფილი და შედეგიანი წარმომადგენლობისათვის სააპელაციო კომისიის წინაშე.

- ზემოაღნიშნულმა ადვოკატმა მიმართოს შესაბამის რეგიონალურ /ცენტრალურ თავშესაფრის სამსახურს ან სხვა რომელიმე უწყებას და მოითხოვოს გაცემა და მიიღოს ჩემ საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლები(ნაბეჭდი ან ციფრული ფორმით), ჩემი წარმომადგენლობისთვის თავშესაფრის მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მეორე საფეხურზე.

- იმოქმედოს ჩემი სახელით შესაბამის უწყებებში თავშესაფრის მიღების თაობაზე ადმინისტრაციული პროცედურის მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ არის კონკრეტულად აღნიშნული წინამდებარე მინდობილობაში.

ხელმომწერი იღებს პასუხისმგებლობას გამოცხადდეს ადვოკატთან შეთანხმებულ დღესა და საათზე პირველ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის პირადად შესატანად კანონის (4636/2019 მუხლი78 პარ.3 და მასში შეტანილი ცვლილების 4686/2020 მუხლი11) შესაბამისად. დამვალებელი პირის გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, ის ვალდებულია, დროულად აცნობოს თავშესაფრის ადვოკატს, იმისათვის, რომ მან შეძლოს მის მაგივრად საჩივრის შეტანა, ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაზე დაყრდნობით. ამ ვალდებულების დარღვევა ან ადვოკატთან კომუნიკაციის არარსებობა, რაც არ არის სასურველი, წარმოქმნის დავალების/მინდობილობის ნაწილობრივ გაუქმებას, რაც შეეხება მხოლოდ ადვოკატისთვის საჩივრის შეტანის დავალებას. ასე რომ, უფლებამოსილი ადვოკატი თავისუფლდება ამ მინდობილობით დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებისაგან.

ხელმომწერი, გავეცანი წინამდებარე მინდობილობის შინაარს, ჩემთვის გასაგებ ენაზე და ვაცხადებ, რომ გავიგე და ვეთანხმები მის შინაარსს და თავშესაფრის სამსახურის რეესტრის ადვოკატებისაგან უფასო იურიდიული დახმარების არსს და მოცულობას <საერთაშორისო დაცვის მაძიებლების, მეორე საფეხურზე, იურიდიული დახმარებისა და წარმომადგენლობის> პროგრამის განხორციელებისათვის.

და ბოლოს, უფლებამოსილებას ვანიჭებ თავშესაფრის სამსახურის ადვოკატთა რეესტრის რეგისტრირებულ ადვოკატს, რომელსაც დაეკისრება ჩემი საქმე, მიიღოს ჩემი საქმიდან შესაბამისი დოკუმენტების ასლები.